მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

22 აპრ 2022
 

მარნეულში პროექტ „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI“-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-მერი როინ დეკანოიძე, მერიის და მელიორაციის თანამშრომლები. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.  განიხილეს სამომავლო გეგმები, ურთიერთ კოორდინაციისა და თანამშრომლობის საფუძველზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუნიციპალიტეტში გადასაჭრელი საკითხები. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან, რომელიც 2021 წლის იანვრიდან, HEKS-EPER-ის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli“. 

პროექტის მიზანს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2286
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
955
 
 
სიახლეები
2023 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031