მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
მერიის თათბირი

 

გამგეობის თათბირი (26.01.2016)
26 იან 2016
 

დღეს, 26 იანვარს გამგეობის თათბირი გაიმართა, რომელსაც გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე გამგებლის მოადგილეებთან ქამანდარ ისმაილოვთან და თეიმურაზ ბერიძესთან ერთად უძღვებოდა.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და სამსახურის უფროსები, რომელთაც გასული კვირის განმავლობაში გაწეული სამუშაოები შეაჯამეს, იმსჯელს არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების ოპტიმალური გადაჭრის გზებზე. 
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ წყალმომარაგების სახელმწიფო კომპანიის მარნეულის სერვის ცენტრის წარმომადგენლები , რომელთაც დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.
სამუშაო შეხვედრის ერთ–ერთ თემას წარმოადგენდა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი შესაძლო სირთულეების განხილვა და დროული რეაგირება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნას აცხადებს.
სამუშაო შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს გარდამავალი პროექტები; სოფელ იმირში გრძელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, ხოლო მეორე ქესალოში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება თებერვლის პირველ რიცხვებში, მასშტაბური პროექტები კი –უახლოეს მომავალში,ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სამუშაოების საპროექტო შესყიდვა.
შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის 100% –იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის პროცესს, აღნიშნულათან დაკავშირებით გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ თათბირზე დამსწრეებს ინვენტარიზაციის პროცესში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა. 
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის 100% –იანი წილით დაფუძნებული სამეწარმეო პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, რომელიც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან წლებია თვითმმართველობაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. 
ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ დასკვნას, თვითმმართველობაში შექმნილი სპეციალური კომისია დადებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5450
 
 
 
მერიის თათბირი
აგვ 29 ხუთ 2019
3744
დეკ 13 ხუთ 2018
4909
მარ 06 სამ 2018
5520
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031