20 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, კულტურის ცენტრში, გაიმართა კლასიკური მუსიკის საღამო.
კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის, წარმოდგენილ ღონისძიებაზე, მაყურებლის წინაშე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მევიოლინეთა ანსამბლი "სი-მი"და ქალაქ მარნეულის მუსიკალური სკოლის აღსაზრდელები წარსდგნენ.
ღონისძიებას ესწრებოდა მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მერიის თანამშრომლებთან ერთად.
კულტურა
მარნეულში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა
21 დეკ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3927
სიახლეები

















