მარნეულის მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლის სცენაზე, ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილი ინსცენირება, რეჟისორ გოჩა კაპანაძის ხელმძღვანელობით, ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს.
წარმოდგენას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მოადგილეებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე მოადგილესთან, საკრებულოს თავმჯომარე ამირან გიორგაძესთან და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“-ს ფარგლებში გაიმართა.
სპექტაკლი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კულტურა
კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლი „ალი და ნინო“ დაიდგა
12 ნოემ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4853
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
416
აპრ 22 ოთხ 2020
15588
აპრ 22 შბ 2017
28810
იან 09 ორშ 2017
28370
აგვ 30 სამ 2016
30377
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28078
აგვ 26 პარ 2016
27583
აგვ 30 სამ 2016
25723