მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
17 აპრ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, პარლამენტში გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა და ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუტურული პროექტები მოინახულეს.

მოგახსენებთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს  სოფელ ხოჯორნამდე მისასვლელი, 2 784მ. სიგრძის გზის მშენებლობის პროცესი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 727 987 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, სოფელ ყიზილაჯლოში  საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებში, ადგილზე 210 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ინფრასტრუქტურა ეწყობა. სამშენებლო სამუშაოებზე სულ 700 000 - მდე ლარია გამოყოფილი - პროექტი მიმდინარე წლის სექტემბრში დასრულდება და ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ თამარისში - ადგილზე  კომპლექსური სპორტული და ფიტნეს დარბაზები, ასევე  ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი სივრცეები ეწყობა. სამუშაოები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 403 354 ლარითაა დაფინანსებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2150
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4077
 
 
სიახლეები
2023 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031