დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კომპანია „მამისონი“-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, სოფელ დამია-გეურარხში, მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა შეაფასეს და პროექტით გათვალისწინებულ პროცედურებზე იმსჯელეს.
მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ სოფელში მასშტაბური პროექტის განხროციელება მდინარის ადიდებისა და სასოფლო - სამეურნეო სავარგულების განადგურების პრევენციის მიზნით დაიგეგმა. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 511 957 ლარი იქნა გამოყოფილი. სამუშაოებზე დასაქმებულია 60 ადგილობრივი.
კომპანია „მამისონი“ დამია-გეურარხში მდინარის ნაპირსამაგრ სამუშაოებს მიმდინარე წლის მაისის თვეში დაასრულებს
ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო შეხვედრა მდინარე დებედას ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით
01 მარ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4226
სიახლეები

















