ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაურ ტაბატაძესთან და პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან ერთად, მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
სახელმწიფო რწმუნებული თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა სოფელ კირაჩ-მუღანლოში სადაც სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო და პროექტის ფარგლებში მიმდინარე სასმელი წყლის ჭაბურღილების, სატუმბი სადგურის, რკინა/ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარის, წყალსადენი მაგისტრალის, სოფლის შიდა ქსელისა და გამრიცხველიანების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ საპროექტო მაგისტრალი მოეწყობა პოლიეთილენის მილით, რომლის სიგრძეა 21 884 კმ. ხოლო რკინა/ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარები იქნება 400 მ3 ტევადობის, რომლის მეშვეობითაც მოხდება სოფლის შიდა ქსელისა და მრიცხველების მოწყობა 304 ოჯახის წყალმომარაგების მიზნით. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 704 787 ლარს შეადგენს.
მხარის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე, მოინახულეს სოფელ სადახლოში მიმდინარე სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და შიდა ქსელის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალსადენის ახალი ქსელების მოწყობა, რომლის სიგრძე დაახლოებით 29 კმ. იქნება, ასევე, ახალი რეზერვუარის და არსებულ სატუმბ სადგურში დამატებითი ტუმბოს მონტაჟი. პროექტის დასრულების შემდგომ მოსახლეობა შეუფერხებლად მომარაგდება სასმელი წყლით. პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 305 935 ლარია.
გარდა ამ პროექტებისა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა სოფელ აღმამედლოში, სადაც სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო, რომელიც ამჟამად აქტიურ ფაზაშია შესული, სადაც პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ცენტრალური მაგისტრალის მილების გაყვანა მიმდინარეობს. პროექტი ორ ეტაპიანია და სამუშაოების შესრულებისთვის გათვალისწინებულია 269 388.8 ლარი.
შოთა რეხვიაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დადებითად შეაფასა.
ინფრასტრუქტურული პროექტები
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მარნეულში სასმელი წყლის პროექტები მოინახულა
19 დეკ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4785
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15238
აპრ 22 შბ 2017
28398
იან 09 ორშ 2017
28031
აგვ 30 სამ 2016
30101
აგვ 27 შბ 2016
29381
სექ 02 პარ 2016
27709
აგვ 26 პარ 2016
27262
აგვ 30 სამ 2016
25448
აგვ 25 ხუთ 2016
27484