მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა, მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კაჩაგანის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
ამ ეტაპისთვის აღნიშნულ სოფელში დასრულებულია 1 600 გრძ/მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია და აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული მინი საფეხბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოები, რომლის სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 79 450 ლარს.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან, სამუშაოების ღირებულების 95 %, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5% გამოიყო.
ინფრასტრუქტურული პროექტები
ხელმძღვანელმა პირებმა თაქალოში ინფასტრუქტურული პროექტები მოინახულეს
10 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4409
სიახლეები

















