წუხელ მთელი ღამის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, თოვლის გამო, ფეხითმავალთა და ავტომობილთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ტექნიკური მარილი დაიყარა მთლიანად რუსთავლის ქუჩასა და აღმაშენებლის ქუჩის გარკვეულ ნაწილზე.
გზების ტექნიკური მარილით დამუშავების სამუშაოები შპს „ამირანმა“, „მოვლა–შენახვის“ პროგრამის ფარგლებში განახორციელა.
აღნიშნულ სამუშაოებს ღამის განმავლობაში მონიტორინგს უწევდნენ გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლები.