გასულ წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადსხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით სოფელ შაუმიანში, დევნილების დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყო. რეკრეაციული სივრცის ტერიტორიაზე მოეწყო გარე განათების ელექტრო სისტემა, განთავსდა სკამები და საბავშო საქანელა, რესტავრაცია ჩაუტარდა აიწონა-დაიწონას და დაიდგა სანაგვე ურნები. ინფრასტრუქურული პროექტის ღირებულებამ 22 418 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, სოფელ ახკულაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მგზავრებისთვის მოეწყო მოსაცდელი. პროექტის ღირებულება 5 024 ლარს შეადგენს.
აღნიშნული, პროგრამის ფარგლებში სოფელ შაუმიანში და სოფელ ხიხანში მოეწყო ქუჩების გარე განათების სისტემები (პროექტის ღირებულება შაუმიანში - 38076, ხოლო ხიხანში 8861 ლარს შეადგენს.)
2016 წელს მოხდა სოფელ ყუდროსთან მისასვლელი, სამიკილომეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია, რომელიც აღნიშნული გზის მონაკვეთისმოხრეშვას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში 12 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან ყველა ადგილობრივი. პროექტისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20000 ლარი ხოლო სოფლის პროგრამის ფარგლებში, 4500 ლარი გამოიყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 660 ლარით დაფინანსდა სოფელ შაუმიანში სპორტული მოედნის კეთლომწყობა/რეაბილიტაცია, რომელიც მოედნის ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის ჭიშკრისა და ორ იარუსიანი მაყურებელთა ტრიბუნის მოწყობასა და მთლიანად მოედნის შემოღობვას ითვალისწინებდა. მოხდა არსებული ფეხბურთის კარების ძელების აღდგენა/შეღებვა, ფრენბურთისა და ფეხბურთის ბადეების შეძენა და მოეწყო ფრენბურთის ბადის ლითონის დგარები.
ინფრასტრუქტურული პროექტები
შაუმიანში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები
31 იან 2017
მნახველთა რაოდენობა: 5455
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
414
აპრ 22 ოთხ 2020
15588
აპრ 22 შბ 2017
28810
იან 09 ორშ 2017
28370
აგვ 30 სამ 2016
30377
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28078
აგვ 26 პარ 2016
27583
აგვ 30 სამ 2016
25723