მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავარში, ახლოლალოში, ცოფში, გიულბახში, კასუმლოში, კიროვკაში, ქეშალოში, ხოჯორნში, ბრდაზორში, დაშტაფაში, კირიხლოში, მარადისში, ყუდროში, ქვემო ყულარში და სოფელ წითელ სოფელში არსებული შიდა გზების მოხრეშვა დასრულებულია. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის სექტემბრის თვეში დაიწყო და დეკემბრის თვეში დასრულდა. პროექტისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 176 ლარი, ხოლო სოფლის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით 4 655 ლარი გამოიყო.
ინფრასტრუქტურული პროექტები
15 სოფელში შიდა გზების მოხრეშვა დასრულებულია
09 იან 2017
მნახველთა რაოდენობა: 4645
სიახლეები

















