მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

გზშ და სგშ განცხადებები
05 მაი 2020
 

სკოპინგის განცხადება - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გარდაბანის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექროგადამცემი ხაზის „ალავერდის“ (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს „მარნეული-220“-ში N1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს „მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და N12-N34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია

 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

 

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გარდაბანის და მარნეულის მუნიციპალიტეტები


საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-5 მუხლის შესაბამისად, იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. რამდენადაც  საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, ყოველ ინდივიდუალურ პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი საჯარო განხილვების ჩატარება, სადაც მონაწილეობის სურვილი შეიძლება გამოთქვას არაერთმა დაინტერესებულმა პირმა. აღნიშნული ზრდის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკებს და ეწინააღმდეგება მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისაკენ.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არ ჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შესაბამისად, საჭიროა შეუფერხებლად გაგრძელდეს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საფუძველზე სამინისტროში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები.


შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის  №196 დადგენილების თანახმად, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე და ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება წერილობით (მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6) ან ელექტრონული საშუალებით (ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge ). ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ცვლილება არ ეხება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების ფორმებს და საშუალებებს. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესების შემთხვევაში, ამომწურავად მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გარდაბანის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, 220 კვ ელექროგადამცემი ხაზის „ალავერდის“ (შესვლა-გასვლის 220 კვ ძაბვის ქ/ს „მარნეული-220“-ში N1 საყრდენსა და 220 კვ ძაბვის ქ/ს „მარნეული-220“-ის პორტალს შორის გაძარცვული უბნის და N12-N34 საყრდენებს შორის უბანი) რეაბილიტაციის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადებაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე.

 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 21 მაისამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge .


სამინისტროში წარმოდგენილ სკოპინგის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, დამატებით ატვირთულია პრეზენტაცია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით.

https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/25594?fbclid=IwAR06Dk8XFWfucnY3q9p_sZX_tXWIclVJw9-IrOVGyOSKKFW_BmQmElxOas0

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2770
 
 
 
განცხადება
აპრ 01 ორშ 2024
41
თებ 27 სამ 2024
372
თებ 21 ოთხ 2024
413
დეკ 15 პარ 2023
826
ნოემ 29 ოთხ 2023
623
ნოემ 24 პარ 2023
601
ნოემ 03 პარ 2023
674
ნოემ 16 ხუთ 2023
632
ნოემ 15 ოთხ 2023
1412
ნოემ 13 ორშ 2023
699
ოქტ 30 ორშ 2023
820
ოქტ 04 ოთხ 2023
885
ოქტ 01 კვ 2023
788
აგვ 20 კვ 2023
878
აგვ 01 სამ 2023
956
ივლ 31 ორშ 2023
1282
ივნ 14 ოთხ 2023
946
თებ 17 პარ 2023
1112
იან 16 ორშ 2023
1135
იან 10 სამ 2023
1116
ნოემ 07 ორშ 2022
1374
ოქტ 20 ხუთ 2022
1352
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930