21 ნოემბერს, 11:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობისათვის თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი” ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს.
საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღება ზემოთხსენებული ადმინისტრაციული ერთეულიდან ადგილობრივ ორმოცდაათ წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომელთაც უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაეწევათ.
აღსანიშნავია, რომ აქცია მხოლოდ გამოკვლევებით არ დასრულდება, საჭიროების შემთხვევაში, ექიმების მიერ მოხდება ქირურგიული ჩარევა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტებს მუნიციპალიტეტში მოძრავი საოპერაციო კლინიკა მოემსახურება, რომელიც აღჭურვილია, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე საოპერაციო ბლოკით.
გთხოვთ მობრძანდეთ