შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აგვისტოდან მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში არსებული ვაკანტური პოზიციების კონკურსის წესით შევსების მიზნით კონკურსის პირველ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით გამოქვეყნდა ვაკანტური პოზიციების დასახელება და ადგილების რაოდენობა.
ამ ეტაპისთვის კონკურსი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებაში 96 ვაკანტურ პოზიციაზე ხოლო საკრებულოში – 3 ვაკანტურ პოზიციაზე იყო გამოცხადებული.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების შეტანა მიმდინარე წლის 2–3 სექტემბერს დასრულდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გისურვებთ წარმატებას!