მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულის სპორტული სკოლის მორიგი წარმატება
08 თებ 2018
 

2018 წელი სპორტულმა სკოლამ  აქტიურად დაიწყო და პირველი წარმატებაც მოიპოვა. მარნეულელმა სპორტსმენებმა,  2018 წლის 2–4 თებერვალს, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში გამართულ  საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის ძიუდოში ბექა წიფიანმა (მწვრთნელი: ზვიად ბეჟანიშვილი) – 60 კგ წონით კატეგორიაში და ლუკა კაპანაძემ (მწვრთნელი: დემურ ჟორჟოლიანი) – 66 კგ წონით კატეგორიაში I ადგილი მოიპოვეს. ასევე, წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა რამინ ალეკპეროვმა 60 კგ წონით კატეგორიაში (მწვრთნელი:ზურა მუშკუდიანი) 2018 წლის 31 იანვრიდან – 4 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ თბილისში გამართულ  2018 წლის საქართველოს ჩემპიონატი კრივში, ახალგაზრდებს შორის.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, გამარჯვებულ სპორტსმენებს სპორტულ სკოლაში შეხვდნენ. შეხვედრას მარნეულის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, სპორტული სკოლის  ხელმძღვანელი პირები   და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები   ესწრებოდნენ.  მათ გამარჯვებულ სპორტსმენებს მიულოცეს მიღწეული შედეგები და წარმატებები უსურვეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6490
 
 
 
სპორტი
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930