მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სპორტი

 

მარნეულის წარმატება პროექტში - „cync სპორტი ბარიერების გარეშე“
29 მაი 2017
 

პროექტ  „cync სპორტი ბარიერების გარეშე“–ს ფარგლებში,  ქვემო ქართლის რეგიონალური  ასპარეზობა დასრულდა.
სხვადასხვა სახეობებში ერთმანეთს ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები შეხვდნენ. კალათბურთის ფინალურ მატჩში, გამარჯვება მარნეულის ვაჟთა გუნდმა  მოიპოვა, რომელიც მონაწილეობას, ანაკლიაში, საქართველოს ჩემპიონატზე  მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატზე სპრინტის სახეობაში,  იასპარეზებს მარნეულელი გოგონა ილაჰა ტალიბოვა,  რომელმაც გამარჯვება რეგიონალურ შეჯიბრზე მოიპოვა.
რეგიონალურ შეჯიბრზე, კალათბურთის სახეობაში , მეორე ადგილი ხვდა წილად მარნეულის გოგონათა გუნდს.
პროექტი „cync სპორტი ბარიერების გარეშე“, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება,  რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 16-18 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) მონაწილეობენ.
შეჯიბრი სპორტის 4 სახეობაში-მინიფეხბურთში, კალათბურთში 3X3, მაგიდის ჭადრაკსა და სპრინტში იმართება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ჩემპიონატი  ანაკლიაში  შედგება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7055
 
 
 
სპორტი
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930