მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაო ჯგუფმა, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე დაესწრო.
სამუშაო ჯგუფმა პროგრამის შემდეგ ეტაპზე იმსჯელა რომელიც ითვალისწინებს, სოფლის კრებებზე მომზადებული პროექტების ნუსხის განხილვას და მერიის მიერ საკრებულოზე დასამტკიცებლად წარდგენას.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს. სოფლის კრებების ჩატარება საქართველოს მასშტაბით 28 თებერვალს დასრულდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
01 მარ 2019
მნახველთა რაოდენობა: 4288
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
319
აპრ 22 ოთხ 2020
15516
აპრ 22 შბ 2017
28704
იან 09 ორშ 2017
28298
აგვ 30 სამ 2016
30320
აგვ 27 შბ 2016
29613
სექ 02 პარ 2016
27997
აგვ 26 პარ 2016
27498
აგვ 30 სამ 2016
25673