მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა
11 თებ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები დასრულდა. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სოფელ ყიზილაჯლოში, წერეთელსა და საიმერლოშიც.

კრებებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა, სადაც მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრიორიტეტულ საჭიროებებზე.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მიმდინარე წელს, გარე განათების სისტემა მოეწყობა და აგრეთვე შიდა გზების მოიხრეშება სოფელ ყიზილაჯლოში. სოფელ წერეთილს მოსახლეობის სურვილით კი მიმდინარე წელს რიტუალების სასახლის ტერიტორიაზე მოეწყობა სველი წერტილები  და თავად შენობაში მოეწყობა სადღესასწაულო სცენა. რაც შეეხება სოფელ საიმერლოს, მოსახლეობის სურვილისამებრ, სარიტუალო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სამზარეულო და მოწესრიგდება სველი წერტილები.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღდგა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) ქვეკომპონენტია, რომლის ფარგლებშიც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რომელსაც მოსახლეობა დასახლებების მიხედვით ხმათა უმრავლესობით განსაზღვრავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4521
 
 
 
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 სიახლეები
თებ 07 ხუთ 2019
4088
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930