მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მარნეულში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებების კვირეული, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით გაიხსნა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა მარნეულელი მხატვრის, ხაიალა მუსტაფაევას, პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.
მარნეულში რეგისტრირებულ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ახალი სოციალური სერვისი ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპეციალური საჭიროებების მქონე პირები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ტრანსპორტით.
შემეცნებით-ინტელექტუალური კონკურს „ეტალონი“-სა და izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი სამუშაო ვიზიტით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს კენან ომაროვს, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში ზაურ დარგალს და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეს ეწვია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში „შოთაობა 2022“ აღინიშნა . დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ქალაქ მარნეულის N6 და N8 საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც ისაუბრეს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს ნაწყვეტები პოემა „ვეფხისტყაოსნიდან“.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სახელშეკრულებო თანხამ - 895 000 ლარი შეადგინა.
ქალაქ მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში, ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის დაბადებიდან 160 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიების „სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ“, ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თეატრალური პერფორმანსი ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე მოადგილეებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით სოფელ წერაქვში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მწერლის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის მიხეილ ჯავახიშვილის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნიკა კობახიძესთან და მოადგილეებთან ერთად „ჯეო ჰოსპიტალსი“-ს მარნეულის ფილიალში, USAID -ის პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სხვადასხვა კულტურული აქტივობები ჩატარდა. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა/გაყიდვა, საბავშვო აქტივობები და შემეცნებითი თამაშები.
კამპანიის ფარგლებში მერიის და საკრებულოს თანამშრომელმა ქალებმა, ადმინისტრაციული შენობის წინ შესაბამისი სიმბოლოებითა და ვარდისფერი ბუშტებით, პაციენტთა მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.