მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
2015-04-16

დღეს  ქალაქ  მარნეულის კულტურის სახლში  ქართული ენის კვირეულის ფარგლებში,  ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებამ,  მარნეულის აღმაშენებლის სახელობის სკოლა–ლიცეუმმა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, გამართა დედაენის  დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება,  რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები  და პედაგოგები.

ვრცლად
2015-04-15

საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში დაწყებულია  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება. პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას ხელს უწყობს საკუთარი საქმის წამოწყებაში და დადებით გავლენას ახდენს რეგიონის განვითარებაზე.

ვრცლად
2015-04-14

14 აპრილი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან  ვდღესასწაულობთ  ჩვენი  ენის,  ეროვნული „საუნჯის“  დღეს.   1978 წლის სწორედ ამ დღეს,  საბჭოთა რეჟიმის პირობებში, ქართველი ხალხი ერთმუშტად შეიკრა   ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესანარჩუნებლად.

ვრცლად
2015-04-12

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ვრცლად
2015-04-10

2015 წლის  15 მარტს სამცხე ჯავახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა  დაიწყო.  ბიზნეს იდეების კონკურსის ფარგლებში  განაცხადების მიღება 5 მაისამდე გაგრძელდება.

ვრცლად
2015-04-09

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ  აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული  გმირების  ოჯახებს  სადღესასწაულო საჩუქრები  გადასცა.

ვრცლად
2015-04-09

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით,  სოფელ წერეთელსა და სოფელ თამარისში ჩატარდა  1989 წლის  9 აპრილს  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი  მიძღვნილი ღონისძიება, სადაც გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა,  მხარის გუბერნატორის მოადგილესთან რამინ ისმაილოვთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან     ერთად  ყვავილებით  შეამკო  მემორიალები და პატივი მიაგო  ამ დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ვრცლად
2015-04-08

16  აპრილს 12:00 საათზე ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ მარნეულის კულტურის სახლში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ვრცლად
2015-04-08

საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში დებედას არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური  არხის  I და სხვა რიგის გამანაწილებლების, შიდასამეურნეო ქსელის , მდინარე დებედაზე უკაშხლო გვერდითი წყალმიმღების სათავე ნაგებობის მოწყობის  სარებილიტაციო სამუშაოების განახორციელება დაასრულა, რომლითაც 1800 მოსახლე ისარგებლებს.

ვრცლად
2015-04-07

დღეს,  მარნეულის  მუციპალიტეტის გამგეობის  საკონფერენციო დარბაზში,  9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნისადმი  მიძღვნილი საღამო გაიმართა,  რომელშიც მონაწილეობდნენ  სოფელ  საბირქენდის, კასუმლოსა და ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებას  მოწვეული სტუმრის სტატუსით   9 აპრილის  უსინათლო გმირი ლელა ვეფხვაძეც ესწრებოდა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა ამ დღეს განვითარებული  ტრაგიკული მოვლენები და დაღუპულ გმირებს საკუთარი სიმღერებით მიაგო პატივი.

ვრცლად
2015-04-06

6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივითა და მხარდაჭერით,   ქალაქ მარნეულში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა სპორტულ-გასართობი ღონისძიებები: მარათონი, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ბურთის აკენწვლა, გირების აზიდვა და სხვა. აღნიშნულ ღონისძიებაში  მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მსურველს.

ვრცლად
2015-04-06

1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. /მომხს. ვ. მამედოვი/

ვრცლად
2015-04-04

დღეს,  ქალაქ  მარნეულის კულტურის ცენტრმა  მულტიეთნიკური ხელოვნების ტრადიციულ ფესტივალს - "ერთი ცის ქვეშ – კულტურული დიალოგი“ უმასპინძლა.

ვრცლად
2015-04-02

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში გამგეობაში, გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი  შეხვდა პოლონური „ფონდი The Other Space Foundation” და ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“ წარმომადგენლებს, სადაც განიხილეს პროექტი  „თანამონაწილეობითი ბიუჯეტი“–ს  განხორციელების სამოქმედო გეგმა.

ვრცლად
2015-04-02

2 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად  შ.პ.ს.  საქართველოს  გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განიხილეს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა.აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაგეგმილია  წყალმომარაგების  სისტემის რეაბილიტაცია და გაფართოება.

ვრცლად
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930