მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ მარნეულის N1 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
16 თებ 2023
 

ქალაქ მარნეულის რეაბილიტირებულ N1 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ ბაღის ძველი შენობა იყო მცირე ზომის და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია და გაფართოება, ახალი შენობა-ნაგებობების ხარჯზე; მოეწყო  სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, გასართობი სივრცეები, დარბაზი, სამზარეულო, საპირფარეშოები, დამონტაჟდა ახალი გათბობის სისტემა, კეთილმოწყობილ ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები. ბაღი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საბავშვო ბაღი გათვლილია 180 აღსაზრდელზე.

 

პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 1 188 577 ლარი შეადგინა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 838
 
 
 
სიახლეები
დეკ 31 შბ 2022
1012
 
     
    სიახლეები
    2023 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930