მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში „შოთაობა 2022“ აღინიშნა . დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ქალაქ მარნეულის N6 და N8 საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც ისაუბრეს მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის, ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე, წაიკითხეს ნაწყვეტები პოემა „ვეფხისტყაოსნიდან“.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილეებთან, მერის მოადგილე თემურ შუბითიძესთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სტუმრებთან ერთად, ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ მარნეულში შოთა რუსთაველის ძეგლი ოფიციალურად 2021 წლის 24 ნოემბერს გაიხსნა.
სიახლეები
მარნეულში „შოთაობა 2022“ აღინიშნა
21 ნოემ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2499
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
406
აპრ 22 ოთხ 2020
15577
აპრ 22 შბ 2017
28791
იან 09 ორშ 2017
28359
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29662
სექ 02 პარ 2016
28068
აგვ 26 პარ 2016
27571
აგვ 30 სამ 2016
25719