მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კულტურის სამინისტროს ინიციატივით მარნეულში შოთა რუსთაველის დღე აღინიშნა
16 მაი 2022
 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ მარნეულში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის დღე აღინიშნა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, საქართველოს პარლამენტის მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს თავმჯდომარის  მოადგილეები ტარიელ მამედოვი და როვშან ისკანდაროვი ესწრებოდნენ.

მარნეულის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ლექცია-სემინარი შოთა რუსთაველის ფენომენის შესახებ, სადაც ფილოლოგმა და პედაგოგმა მაკა ელბაქიძემ ისაუბრა ვეფხისტყაოსანზე შუასაუკუნეების აღმოსავლური ლიტერატურის კონტექსტში, ფილოლოგმა ლევან გიგინეიშვილმა კი შოთა რუსთაველის ფენომენი განიხილა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ მარნეულის მუნიციპალურ ბიბლიოთეკას კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული 30-მდე დასახელების წიგნი გადასცა. მოწვეულმა სტუმრებმა მარნეულის კულტურის სახლის ფოიეში მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული ვეფხისტყაოსნის გამოფენა დაათვალიერეს, რის შემდეგაც მეთოჯინე არმენ ოვანესიანის თოჯინურ პერფორმანსს დაესწრნენ.

დასკვნით ნაწილში, მარნეულის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ანსამბლის „დიდგორი“ კონცერტი, რომლის დაწყებამდე სტუმრებს სიტყვით მიმართა და რუსთაველის დღის შესახებ ისაუბრა ფოლკლორის ცენტრის დირექტორის მოადგილემ გიორგი გაბუნიამ. ასევე, ნაჩვენები იყო ქართველი ხელოვანების მიერ შოთა რუსთაველის პოემის კითხვის ამსახველი აუდიო-ვიზუალური (ილუსტრაციები) კოლაჟი. კონცერტის მსვლელობისას აშუღმა ნარგილე მეხტიევამ შეკრებილ საზოგადოებას აშუღური პოეზიის ნიმუშები წარუდგინა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3380
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1910
სექ 19 სამ 2023
2146
ივლ 05 ოთხ 2023
2283
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930