მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს პროექტ „კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - Praise Marneuli“-ს მიზნები და ამოცანები.
პროექტის მიზანს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს.
შეხვედრის ბოლოს მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის წარმომადგენლებთან
11 მარ 2022
მნახველთა რაოდენობა: 2316
სიახლეები

















