მარნეულში, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა 25 ოჯახს აღარ ექნება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბინები მათ სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცათ.
ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლები პირადად გადასცეს.
აღსანიშნავაი, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დაახლოებით 70 ოჯახის მომართვის საფუძველზე, მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რომელზეც განხორციელდება ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ შუამდგომლობის გაწევა.
იმ 25 ოჯახს, კი ვისი ფართიც დაკანონების შესახებაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.
სიახლეები
მთავრობის დადგენილებით მარნეულში 25 ოჯახს ბინა დაუკანონდა
30 დეკ 2021
მნახველთა რაოდენობა: 2699
სიახლეები

















