მარნეულის მერის ახალი მოადგილის წარდგენას, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, პარლამენტის დეპუტატები მარეულისა და გარდაბნის ოლქიდან - ზაურ დარგალი, სავალან მირზოევი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
კენან ომაროვი წლების განმავლობაში მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა. იგი მარნეულის მერის მოადგილის პოზიციაზე მოვალეობის შესრულებას 1 თებერვლიდან შეუდგება.
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მესამე მოადგილედ კენან ომაროვი დაინიშნა
29 იან 2021
მნახველთა რაოდენობა: 575
სიახლეები

















