მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში კიდევ ორი სოფლის შიდა გზა რეაბილიტირდა
08 დეკ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში,  სოფელ შულავერსა და იმირში,  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები გატარდა.

გასულ თვეში,  სოფელ შულავერში,  1 575 გრძივი მეტრის მოცულობის გზა მოასფალტდა. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები,  რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც   545 292 ლარი გამოიყო.

სოფლის შიდა გზის  მოწესრიგების მიზნით,  სამუშაოები დასრულდა სოფელ იმირშიც, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტირდა 1 402  გრძივი მეტრის მოცულობის გზა.

დასრულებული პროექტები ადგილზე დაათვალიერა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა  ზაურ ტაბატაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4050
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1937
სექ 19 სამ 2023
2195
ივლ 05 ოთხ 2023
2324
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930