მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ, საკერბულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარი-ს პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში, გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობის დაწყების გახსნის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის მარნეულისა და გარდაბნის ოლქების მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები.
მოგახსენებთ, რომ გაზგამანაწილებელი ქსელი, რომლის სიგრძე 13 145 მეტრია, ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს მოიცავს. პროექტის დასრულების შემდეგ გაზიფიცერებული მოსახლეობის რაოდენობა 250-ით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ქართული და აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებმა სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსის მშენებლობაც გახსნეს და სიმბოლურად კაფსულა ჩააგდეს. მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსს კომპანია სოკარი ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს.
შენობის ჯამური ფართი 1 157 კვადრატული მეტრია. პროექტი ექსპლუატაციაში 8 თვის შემდეგ შევა, რომლის ღირებულება 2,400,000 ლარს შეადგენს.
სიახლეები
სოფელ ილმაზლოში გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დაიწყო
22 ოქტ 2020
მნახველთა რაოდენობა: 3747
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
420
აპრ 22 ოთხ 2020
15589
აპრ 22 შბ 2017
28811
იან 09 ორშ 2017
28372
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28079
აგვ 26 პარ 2016
27585
აგვ 30 სამ 2016
25724