მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერია საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს პროდუქტებს გადასცემს
04 აპრ 2020
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და  მუნიციპალური ა(ა) ი პ ბაგა-ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემათ.

ამის შესახებ  მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა,  მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პროდუქტები   პაკეტებათ დახარისხდება  და აღსაზრდელების მშობლებს  ბინაზე გადაეცემათ.

მომავალი კვირიდან მუნიციპალური ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანება, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჯამში 2016  აღსაზრდელისთვის, (მიუხედავად სოციალური სტატუსისა) განკუთვნილი 60 დღის  საკვები პროდუქტების პაკეტებს გასცემს. 

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის,  თვითმმართველობამ, დაახლოებით 130 000 ლარი გამოყო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1303
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2020 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31