მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„მრავალფეროვანი საქართველო“ მარნეულსა და დაბა შაუმიანში
11 დეკ 2019
 

9 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდა.

დაბა შაუმიანის სათემო საგანმანათლებლო ცენტრში მოეწყო ცნობილი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჰოვანეს თუმანიანის საიუბილეო წიგნი-ალბომის პრეზენტაცია, ასევე გაიმართა საიუბილეო გამოცემაში შესული ილუსტრაციების ამსახველი ფოტოგამოფენა და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.

ღონისძიების ფარგლებში  მარნეულის კულტურის ცენტრში  გაიმართა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობდნენ  ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე და მუსიკალური ბენდი „კანუდოსი“.

პროექტის მხარდამჭერი  ქვემო-ქართლის გუბერნია, ქ. მარნეულის  მუნიციპალიტეტის მერია და მარნეულის კულტურის ცენტრი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2019 წლის 22 აპრილიდან ხორციელდება  სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.


 
 
მნახველთა რაოდენობა: 5441
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1918
სექ 19 სამ 2023
2161
ივლ 05 ოთხ 2023
2295
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930