მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში საოჯახო მარანი „ელდარადო“ გაიხსნა
29 ნოემ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, ღვინის საოჯახო მარანი „ელდარადო“ ოფიციალურად გაიხსნა. ბოჭორიშვილების მარნის პრეზენტაციას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ჯიშის ყურძნისაგან(რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, საფერავი, თავკვერიკაბერნე) დაწურული ღვინოები. აღსანიშნავია, რომ ბოჭორიშვილების ოჯახს, ვენახები მსოფლიოში ცნობილი, არქეოლოგიური ძეგლების, „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ მიმდებარედ, ცნობილ მიკრო ზონებში აქვთ გაშენებული, რაც მათ მარანში წარმოებულ ღვინოს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობასა და განსაკუთრებულ თვისებებს მატებს. გარდა, ამისა აქ, ამ ტერიტორიაზე, ღვინის წარმოებასა და საოჯახო მარნის განვითარებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამ ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგად დასტურდება, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. აღრიცხვით VII – VI ათას წლეულებში, ე.ი. 8200 წლის წინ აყენებდნენ. სწორედ ამიტომ, მარნეული ცნობილია, როგორც - “ ღვინის აკვანი“;

 
 
მნახველთა რაოდენობა: 838
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2020 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    242526272829