ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლამ, პრაქტიკოს პენსიონერ პედაგოგებს, რომლებმაც სახელმწიფოსგან ფულადი ჯილდო მიიღეს, გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყო.
ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანი, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის სექტემბრიდან, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, იმ პედაგოგებს, რომლებსაც აქვთ უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი, ანაზღაურება მინიმუმ 150 ლარით გაეზარდათ. 2020 წელს პედაგოგის ხელფასი კიდევ 150 ლარით გაიზრდება. პროცესი ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის მათი საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარს გაუტოლდება.
სიახლეები
№6 საჯარო სკოლამ საპენსიო ასაკის პედაგოგებს გაცილება მოუწყო
04 ოქტ 2019
მნახველთა რაოდენობა: 847
სიახლეები

















