მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, მიმდინარე წელს, შიდა გზები მოასფალტდა.
პროექტის ფარგლებში, 965 მეტრის მოცულობის გზა რეაბილიტირდა, რისთვისაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 298 996 ლარი გამოიყო.
დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი, ადგილზე მოინახულეს მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ.
სიახლეები
წელს სოფელ კაჩაგანში შიდა გზები რეაბილიტირდა
01 ოქტ 2019
მნახველთა რაოდენობა: 638
სიახლეები

















