მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში სოფელი ხანჯიგაზლო გაზიფიცირდა
27 სექ 2019
 

26 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოში, ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გაიხსნა.

გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა 127 ოჯახს აქვს, აქედან 86 ოჯახი უკვე გაზიფიცირებულია.

გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 7 400 გრძივი მეტრის გაზსადენი მოეწყო.

ახლადაშენებული ქსელი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა  რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ დირექტორი, მაჰირ მამმედოვი, აგრეთვე „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამედოვი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 728
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2019 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031