დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებსა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) პროექტ კრიტიკული პოლიტიკის სკოლის აქტივისტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეთა შორის მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევებისა და გადაჭრის გზებზე დისკუსია შედგა, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა, ახალგაზრდების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში განხორცილებულ მასშტაბურ პროექტებზე და სამომავლოდ გასნახორციელებელ ინიციატივებზე.
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა კრიტიკული პოლიტიკის სკოლის აქტივისტებთან
18 სექ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2957
სიახლეები

















