მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის თეატრალური დასის წევრებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ
31 ივლ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტეტმა, „კულტურის ცენტრთან“ არსებული თეატრალური დასის წევრებს ქართულ და საერთაშორისო სცენაზე მიღწეული წარმატებებისთვის ფულადი ჯილდო გადასცა.

მარნეულის  მერი ზაურ დაგრალი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანთან ერთად, დასის წევრებს შეხვდა, მიღწეული წარმატებები მიულოცა და მომავალ საქმიანობაში  მხარდაჭერა აღუთქვა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის თეატრალური დასი, გასტროლით, ახალგაზრდული თეატრების მე-10 საერთაშორისო ფესტივალზე - "ხიდი", საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, სადაც ფესტივალის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.

საერთაშორისო გასტროლი განხორციელდა მარნეულსა (საქართველო) და  გდანსკს (პოლონეთი) შორის გაფორმებული ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

ამჯერად, მარნეულის დასი სპექტაკლით „აირწინაღი" თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამაშია. აღნიშნულ სპექტაკლში დასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ნაადრევი ქორწინების შედეგად არის განპირობებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 634
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2019 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    28293031