მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერი გზების რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო
29 ივლ 2019
 

მარნეულის  მერი, ზაურ დარგალი დღეს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს გაეცნო.

მუნიციპალიტეტის პირველმა  პირმა, შიდა  გზების რეაბილიტაციის  პროცესი ადგილზე დაათვალიერა  სოფელ ახლოლალოსა და სოფელ სეითგოჯალოში.

აღნიშნულ სოფლებში მერი,  ადგილობრივებსაც შეხვდა და პროექტის განხორციელების ეტაპები პირადად გააცნო, აგრეთვე გამოიკითხა საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობას ამ ეტაპზე აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ გზების მოასფალტების სამუშოები  ორივე სოფელში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში,  სოფელ ახლოლალოში  826 მეტრის მოცულობის ხოლო, სეითგოჯალოში 1 100 მეტრი მოცულობის გზა იგება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 682 815 ლარია გათვალისწინებული.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით,  წელს  სხვადასხვა სოფლებში,  დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოების განხორციელება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5681
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1717
სექ 19 სამ 2023
1964
ივლ 05 ოთხ 2023
2139
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031