მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
01 ივნ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სხვადასხვა ღონისძიებები მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

ქ. მარნეულში კულტურის სახლის მიმდებარე სკვერში პატარებს 11:00 საათიდან მრავალფეროვანი აქტივობები დახვდათ წარმოდგენილი, როგორიცაა: ხატვის, ძერწვის და ქვიშის კუთხე; ჭადრაკის კუთხე; სხვადასხვა მხიარული თამაშობები; ანიმატორების შოუ; „კულტურის ცენტრთან“ არსებული ვოკალურ - ინსტრუმენტული ჯგუფების კონცერტი. აქვე გაიმართა ანიმაციური ფილმების და თოჯინების სპექტაკლის „სამი გოჭი“-ის ჩვენება, ასევე სახალისო მეცნიერებათა მუზეუმის „ექსპერიმენტარიუმი“-ის მეგაშოუ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკამ სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის აქციას „მე ვხატავ შენთვის“ უმასპინძლა, სადაც სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახის სპეციალისტმა, ახალი პროექტის ფარგლებში „წაუკითხე ხალხური ზღაპარი“, ბიბლიოთეკაში სტუმრად მისულ პატარებს, სხვადასხვა ზღაპრები წაუკითხა.

ღონისძიებების ფარგლებში, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა, რომელიც ბავშვთა უფლებებს შეეხებოდა.

დღესვე, ავერსის კლინიკაში რეაბილიტაციაზე მყოფ ბავშვებს, კლინიკის მენეჯმენტთან ერთად, პირველი ივნისი მარნეულის მერიის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: საქართველოს წითელი ჯვრის მარნეულის ფილიალი; საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისი; მრავალპროფილური სამკურნალო - დიაგნოსტიკური დაწესებულება „ავერსის კლინიკა“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მრნეულის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლა; შულავერში მდებარე “Studio Hobby House”; ორგანიზაცია “Dream partners”.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილ ღონისძიებებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და მერიისა და საკრებულოს თანამებობის პირები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5641
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1933
სექ 19 სამ 2023
2192
ივლ 05 ოთხ 2023
2320
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930