მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკურმა დირექტორმა, თენგიზ ლაკირბაიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს იმირასანის მაგისტრალურ არხზე შაუმიანი-ხიხანის ახალი სატუმბი სადგურის მოწყობის და არქევანის არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის პროექტი წარუდგინა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სატუმბი სადგური, სადაწნეო მილსადენები, წყალგამანაწიებელი კვანძები, წყალშემკრებები და სხვა სამელიორაციო ნაგებობები.
საქართველოს მელიორაციის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით სატუმბი სადგურები 3 სოფლის 1060 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს უზრუნველყოფს სარწყავი წყლით.
პროექტის განხორციელების აუცილებელი კომპონენტია მოსახლეობის მხრიდან წვეთოვანი მორწყვის სისტემების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს წყლის არსებული დებეტის რაციონალურად განაწილებას. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მზადაა ადგილობრივებს დაეხმაროს ტექნიკური საკითების გადაწყვეტაში.
წვეთოვანი სისტემა მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ნაკლებ რესურსს საჭიროებს. გარდა ამისა, წვეთოვანი სისტემის გამოყენება ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას.
პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 3 920 000 ლარი. მოსახლეობის მხარდაჭერის და მათი მხრიდან მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიის - წვეთოვანი სისტემის გამოყენებისათვის მზაობის შემთხვევაში პროექტის განხორციელება წელს დაიწყება.
სიახლეები
მარნეულში ახალი სამელიორაციო პროექტი განხორციელდება
29 მაი 2019
მნახველთა რაოდენობა: 5280
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
344
აპრ 22 ოთხ 2020
15545
აპრ 22 შბ 2017
28735
იან 09 ორშ 2017
28321
აგვ 30 სამ 2016
30343
აგვ 27 შბ 2016
29636
სექ 02 პარ 2016
28021
აგვ 26 პარ 2016
27529
აგვ 30 სამ 2016
25695