მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა
27 თებ 2019
 

დღეს, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქ. 41-ში, ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გაიხსნა.

კრიზისული ცენტრი არის სარეაბილიტაციო მომსახურების დაწესებულება, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა ან ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა დახმარებისთვის არის შექმნილი, რომლის მიზანი კრიზისული ცენტრის ბენეფიციართა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ჯამრთელობის დაცვას და ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების ხელშეწყობას წარმოადგენს.

ღონისძიებას მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი, ფონდის დირექტორი მერი მაღლაფერიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარებაა. დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ხუთი კრიზისული ცენტრი, ხუთი თავშესაფარი ფუნქციონირებს, ასვე ფონდის დაქვემდებარებაშია ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცხელი ხაზი 116006.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6809
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1943
სექ 19 სამ 2023
2207
ივლ 05 ოთხ 2023
2332
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930