მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, ევროპის საბჭოს პროექტის "დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობისა და სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის ერთობილვი ძალისხმევით შედგა, რომელსაც საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღევანდელი შეხვედრის თემატიკა შეეხებოდა ეთნიკური უმცირესობების უფლებებს, დისკრიმინაციას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და სამართლებრივი მექანიზმების შესახებ მონაწილეთა ინფორმირებას.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს პროექტი მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებას, ადვოკატირებასა და ცნობიერების ამაღლებას.
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა მერიაში
25 თებ 2019
მნახველთა რაოდენობა: 2114
სიახლეები

















