მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ორგანიზაცია CENN წარმომადგენლებთან
04 ოქტ 2018
 

4 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძეს, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ორგანიზაცია CENN წარმომადგენლებს შეხვდა.

მოგახსენებთ, რომ ორგანიზაცია  CENN, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს პროექტს: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, რომლის მიზანია საქართველოს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის შემცირების, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, WASH (წყლის,სანიტარიისა და ჰიგიენის) სტანდარტების დამკვიდრების და ადგილობრივ მოსახლეობისა და სხვა დაინტერესბული მხარეების ცნობიერების ამღლების გზით და ხელშესახები ცვლილებების მიღწევა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური ქცევითი სტანდარტები სფეროში. 

აღსანიშნავია, რომ სასმელი წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრისათვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს CENN -თან.

WASH საკითხების (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) მოგვარების მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღში განხორციელდება ერთობლივი საპილოტე პროექტები, რომლის ფარგლებშიც  შეიცვლება სასმელი წყლის ავზები და დამონტაჟდება ფილტრები, გარემონტდება ბაღის ორი ჯგუფის შიდა ინტერიერი.

სამომავლო გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით,  გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში.

2018 წელს ჩამოყალიბდა მარნეულის მუნიციპალიტეტის WASH  საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. საბჭო სამომავლოდ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს WASH საკითხების მოგვარებაში და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3526
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1920
სექ 19 სამ 2023
2162
ივლ 05 ოთხ 2023
2295
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930