მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

№6 სკოლაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გაიხსენეს
02 ოქტ 2018
 

დღეს, 2 ოქტომბერს,  მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები,  ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად, ქალაქ  მარნეულის №6 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას, ლიტერატურულ–დრამატულ კომპოზიციას -  „დაგვიანებული აღსარება“-ს  დაესწრნენ.

ღონისძიება, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ  დღეს - აფხაზეთის დაკარგვას მიეძღვნა, რომელსაც გამოეხმაურნენ, მე-X კლასის მოსწავლეები და  თავიანთი დამოკიდებულება, მიწვეული სტუმრების წინაშე,  თეატრალური წარმოდგენით გამოხატეს.

მათ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების, ფოტო და ვიდეო მასალების მოძიებისა და შესწავლის შემდეგ,  სცენაზე გააცოცხლეს  ქართულ-აფხაზური, ისტორიული ერთიერთობის სურათები, საერთო ტკივილის, მონატრების, პატიებისა და გარე ძალების ჩარევის შედეგად  ჩატეხილი ხიდის გამთლიანების სურვილი.

აღსანიშნავია, რომ  ლიტერატურულ - დრამტულ  წარმოდგენაში  მონაწილეობას იღებდნენ  მე–6 საჯარო სკოლის  სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეები, რომლებიც ფიქრობენ სასიკეთოდ შეცვალონ ისტორია და ღირსეულად ემსახურან თავიანთ სამშობლოს.  

დღევანდელ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4716
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1893
სექ 19 სამ 2023
2126
ივლ 05 ოთხ 2023
2263
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930