მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა შეხვედრის ფარგლებში, კიდევ ერთხელ დეტალურად განიხილეს თამარისის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის საკითხი, ასევე იმსჯელეს იქ არსებული გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადარჩენისა და გერმანული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით შემუშავებული პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ერთ-ერთ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის ისტორიულ ნაწილში, გერმანელი პარტნიორების დახმარებით, გერმანული საცხოვრებელი სახლის შესყიდვას, რომელიც შეიძენს საზოგადოებრივ ფუნქციას და სასარგებლო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
შეხვედრაზე ასევე, განხილულ იქნა თამარისის ისტორიულ ცენტრში გამავალ ქუჩაზე ტრაუბენბერგის სახელის დარქმევის საკითხიც.
სამუშაო შეხვედრის პროცესში, მხარეებმა აღნიშნული იდეების განხორციელებისთვის პოზიციები შეაჯერეს და სამომავლო გეგმების განხორციელების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
სიახლეები
თამარისში გერმანული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საკითხზე მუშაობა მიმდიანრეობს
24 სექ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3160
სიახლეები
აპრ 22 ოთხ 2020
15234
აპრ 22 შბ 2017
28390
იან 09 ორშ 2017
28031
აგვ 30 სამ 2016
30090
აგვ 27 შბ 2016
29363
სექ 02 პარ 2016
27694
აგვ 26 პარ 2016
27248
აგვ 30 სამ 2016
25439
აგვ 25 ხუთ 2016
27467