მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სხდომა - მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე
20 თებ 2018
 

დღეს, 20 თებერვალს  მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხის განმხილველი საბჭოს რიგით 33 სხდომა გაიმართა, რომელსაც სხდომის თავმჯდომარე ზაურ ტაბატაძე უძღვებოდა.

სხდომის მიმდინარეობას  ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, რომელიც უშუალოდ ჩაერთო წარმოდგენილი საკითხების განხილვაში.

დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი იყო 15 განცხადება ჩანახჩიდან (10 განცხადება), ოფრეთიდან (1 განცხადება), ახკერპიდან (1 განცხადება) და ხოჯორნიდან (3 განცხადება). წარმოდგენილი განცხადებებიდან 13–ზე დადებითი გადაწყვტილება იქნა მიღებული, ხოლო ორი  საკითხი მომდევნო სხდომისთვის გადაიდო, ვინაიდან დამატებით განხილვას საჭიროებს.

მარნეულის მუნციპალიტეტის მერიაში აღნიშნული საბჭო 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც განიხილავს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მაცხოვრებელი პირების სტატუსის მინიჭების საკითხს, დღეის მდგომარეობით მთის ზონაში მცხოვრებთა 60%-ს აქვს მინიჭებული სტატუსი.

შეგახსენებთ, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 ადმინისტრაციული ერთეულიდან  მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს 9 სოფელს: წერაქვი, ჯანხოში, ოფრეთი, ხოხმელი, ხოჯორნი, ახკერპი, ჩანახჩი, ულიანოვკა და ყუდრო.

ცნობისთვის,  სტატუსის მინიჭების თაობაოზე ამ დროისთვის მერიას,   2000 მაცხოვრებელიდან   1238 მოქალაქემ მიმართა, საიდანაც დაახლოებით 1200 მოაქალაქეს აქვს აღნიშნული სტატუსი მინიჭებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3484
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1970
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031