მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მარნეულში ახალი კენკრის ბაღი გაშენდა
13 თებ 2018
 

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ამხანაგობამ „ქართული კენკრა“, მარნეულის რაიონის სოფელ ახლომახმუდლოში  ჟოლოს და მაყვლის  ბაღი 7 ჰა-ზე გააშენა.
„ქართული კენკრა“ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ 2017 წელს ჩაერთო და ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 53,305  ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 35,805 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 17,500 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.
ამხანაგობა 3 ქალბატონის სტარტაპია, რომლებმაც გადაწყვიტეს საქმიანობა სოფლის მეურნეობის მიმართულბით დაეწყოთ და კენკრის ბაღი გააშენეს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, ლევან დოლიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ  მოადგილესთან ზაურ ტაბატაძესთან ერთად, „ქართული კენკრას“ ჟოლოსა და მაყვლის ბაღი დაათვალიერა.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 4,293 ჰექტარზეა გაშენებული. სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 22,271,868 მილიონ ლარს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4236
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1970
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031