მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის ხელმძღვანელი პირები საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრნენ
07 თებ 2018
 

7 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი, რეგიონში შემავალი სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ  პირებთან ერთად ესწრებოდნენ.
სხდომას ტრადიციულად მხარის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მათ შორის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. საუბარი შეეხო რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში, საკითხზე მსჯელობა, თემატური ფორუმის ფორმატში გაგრძელდება.
რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების წინაშე მოხსენებით წარდგა, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელი, რომელმაც სხდომაზე სფეროში არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4624
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1945
სექ 19 სამ 2023
2208
ივლ 05 ოთხ 2023
2335
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930