6 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან, მოადგილეებთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა.
მოგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა, გამომდინარე აქედან სამედიცინო სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ჩიხში აშენდება ახალი სამედიცინო დახმარების ცენტრი. პროექტის მიხედვით, ცენტრის შენობა ერთსართულიანი იქნება, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ცენტრის მშენებლობისთვის გამოყოფილია 152 000 ლარი, აქედან 95%- სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო 5 -% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიხარჯება.
სიახლეები
მერმა სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მოინახულა
07 თებ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4060
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
412
აპრ 22 ოთხ 2020
15586
აპრ 22 შბ 2017
28802
იან 09 ორშ 2017
28364
აგვ 30 სამ 2016
30374
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28074
აგვ 26 პარ 2016
27579
აგვ 30 სამ 2016
25721