მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში სამედიცინო აქცია გაიმართა
18 დეკ 2017
 

16 დეკემბერს, ქალაქ მარნეულში, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის  (ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ონკოპრევენციის ცენტრისა და მარნეულის მერიის ურთიერთთანამშრომლობით  უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა.
ასევე მოეწყო პრეზენტაცია ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უფლებისა და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.
სამედიცინო ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის მერიასა და უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს შორის  ურთიერთმოლაპარაკების,  საფუძველზე გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს 10℅-იან ფასდაკლებას, მარნეულის მოსახლეობისთვის,  აღნიშნულ კლინიკაში, ამბოლატორიულ მომსახურებაზე. მომსახურება გაეწევათ მსურველებს „მიმართვის ფორმის“ საფუძველზე, რომელიც გადმოეცემა მერიას. მიმართვის  ფორმის აღება დაინტერესებულ მოსახლეობას „ქალთა ოთახიდან“ შეეძლებათ.
 სამედიცინო აქციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს ონკოლოგიის, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მხარდაჭერისთვის, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, რემა ღვამიჩავამ, ამავე ცენტრის მეგობართა კლუბის სახელით, მადლობის სიგელი გადასცა.
სამედიცინო აქცია, ქალაქ მარნეულში კლინიკა „პროფესორში“, - "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" პროექტის- "ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება მათი სამედიცინო უფლებების, „ონკოლოგიური სიფხიზლის“ კრიტიკული მნიშვნელობის კუთხით"- ფარგლებში გაიმართა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4319
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1911
სექ 19 სამ 2023
2146
ივლ 05 ოთხ 2023
2283
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930