მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სიმულაციური თამაში „ქალთა საკრებულოს“ პირველის სხდომა
14 დეკ 2017
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის  საკონფერენციო დარბაზში  სიმულაციური თამაში “ქალთა საკრებულოს“ პირველი სხდომა გაიმართა.  
სხდომას ესწრებოდნენ მარნეულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარები, დეპუტატები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, მარნეულის მერიაში არსებული „ქალთა ოთახი“, ადგილობრივი აქტიური ქალები  და არასამთავრობო ორგანიზაციები.

დღევანდელ სხდომაზე, „ქალთა საკრებულოს“ წევრმა ქალბატონებმა,  წარადგინეს დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხები, რომელიც შეეხებოდა  მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბების მიზნით მუნიციპალურ ბიუჯეტში   სამეწარმეო შეფასების და სტატისტიკური მონაცემების  შეგროვების პროგრამის შეტანას, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომის სტრატეგიის შემუშავებას, საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 12 სექტემბერს მიღებული №437-ე დადგენილების „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“,  შესაბამისად ადგილობრივი თვითმართველობის შინა რეგულაციები  შემუშავებას, პროგრამის სამოქალაქო ბიუჯეტის ინსტიტუციონალიზაციის საკითხს, გენდერული საბჭოს შექმნის შესახებ და ქალთა ოთახის სერვისის რეგლამენტის და სტრატეგიული გეგმის შემუშავებას, ოჯახებისა და ბავშვის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის პროგრამის ცვლილებებსა და სოფლების შესაბამისად ინიციატივების განხილვას.
„ქალთა საკრებულოს“ წევრებმა მოქმედ დეპუტატებთან ერთად განიხილეს წარმოდგენილი საკითხების განხორციელების შესაძლებლობები და ერთად იმსჯელეს მოგვარების ფორმებზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“  ფარგლებში, რომელსაც მარნეულში ახორციელებს „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ შეიქმნა სიმულაციური თამაში „ქალთა საკრებულო“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველო“.   

აღნიშნული პროექტის მიზანია:
• მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში გადაწყვეტილების მიღების პროცესებში გენდერული პრომლემების აქტუალიზაცია.
• ქალთა მონაწილეობის და ჩართულობის უზრუნველყოფა მარნეულის მუნიციპალიტეტის  საჯარო  პოლიტიკის განვითარებაში.
• მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ კონცეფციის განვითარების ხელშეწყობა.
• გენდერულად სენსიტიური მიდგომის განვითარება ადგილობრივი თვითმმართველობის  დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
• ადრეულ ასაკში ქორწინების და გოგონების უფლებების დაცვის აქტუალური და ეფექტური  მიდგომების განხილვა.
• ადგილობრივი სოციალური პრობლემების აქტუალიზაცია გენდერულ ჭრილში.
• ნდობის გაზრდა მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალთა, გოგონების და ზოგადად, ბავშვის  უფლებების რეალიზაციას.
• სხვადასხვა სოციალურ (პირველ რიგში გენდერულ) ჯგუფებს შორის თანამშრომლობითი კულტურის  განვითარება და გამოცდილების შეძენა/გაანალიზება საკრებულოს დონეზე.
• ქალთა და ბავშვის ინტერესების ადვოკატირება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4431
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1913
სექ 19 სამ 2023
2151
ივლ 05 ოთხ 2023
2287
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930